ინტელის სასწავლო კურსი- პროექტზე დაფუძნებული სწავლება
Friday, June 24, 2016
Tuesday, June 21, 2016
ტრენინგის IX დღე
ტრენინგის IX დღეს გავეცანი მეშვიდე მოდულს ,,ფასილიტაცია მოდულებით."მოწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში. ვნახეთ პრეზენტაციები და შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.
ინტელის სასწავლო კურსი ,,პროექტებით სწავლება" მომცემს საშუალებას შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს, განუვითარო მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გავზარდო მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
ინტელის სასწავლო კურსი ,,პროექტებით სწავლება" მომცემს საშუალებას შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს, განუვითარო მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გავზარდო მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.
Monday, June 20, 2016
პროექტის VIII დღე
პროექტის დღეს VIII გავუზიარეთ ერთმანეთს ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. გავეცანი მეხუთე მოდულს. მოვძებნე დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისათვის, დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს სწავლის პროცესს, გზამკვლევები, შაბლონები, ფორმები. შევქმენი დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო აქტივობის ბარათები,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შსაძლებლობებისა და საჭიროებების დადგენას. გადავხედე პროექტის გეგმის ჩეკლისტს.
Friday, June 17, 2016
ტრენინგის VII დღე
ტრენინგის VII დღეს განვიხილეთ მოდული 5. ,, მოსწავლეთა პროექტების შეფასება". გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,პროექტის მიზნიდან და აქტივობიდან გამომდინარე შევავსე პროექტის გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო, სადაც თითოეულ ეტაპზე მივუთითე პროექტის შესაბამისი მეთოდი და ინსტრუმენტი. გავეცანი შემაჯამებელი შეფასების ფორმებს და ავირჩიე ჩემი პროექტისთვის. გავეცანი შეფასების ბიბლიოთეკის რესურს tpdc.ge/essentials/rubrics.
Subscribe to:
Posts (Atom)