Tuesday, June 21, 2016

ტრენინგის IX დღე

ტრენინგის IX დღეს  გავეცანი მეშვიდე მოდულს ,,ფასილიტაცია მოდულებით."მოწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად შევქმენი ფასილიტაციის ნიმუში. ვნახეთ პრეზენტაციები და შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები.
 ინტელის სასწავლო კურსი ,,პროექტებით სწავლება" მომცემს საშუალებას  შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, სასწავლო აქტივობები დავუკავშირო ცხოვრებისეულ კონტექსტს, განუვითარო მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები, გავზარდო მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Monday, June 20, 2016

პროექტის VIII დღე

პროექტის  დღეს VIII გავუზიარეთ ერთმანეთს  ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი  მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას. გავეცანი მეხუთე მოდულს. მოვძებნე დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისათვის,  დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავს სწავლის პროცესს, გზამკვლევები, შაბლონები, ფორმები. შევქმენი დიფერენცირებული სწავლებისთვის საჭირო აქტივობის ბარათები,რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შსაძლებლობებისა და საჭიროებების დადგენას. გადავხედე პროექტის გეგმის ჩეკლისტს.




Friday, June 17, 2016

ტრენინგის VII დღე

ტრენინგის VII  დღეს განვიხილეთ მოდული 5. ,, მოსწავლეთა პროექტების შეფასება". გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,პროექტის მიზნიდან და აქტივობიდან გამომდინარე შევავსე პროექტის გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო, სადაც  თითოეულ ეტაპზე მივუთითე  პროექტის შესაბამისი მეთოდი და ინსტრუმენტი.  გავეცანი შემაჯამებელი შეფასების ფორმებს და  ავირჩიე ჩემი პროექტისთვის. გავეცანი შეფასების ბიბლიოთეკის რესურს tpdc.ge/essentials/rubrics.

Wednesday, June 15, 2016

ტრენინგის VI დღე

ტრენინგის მე-3 დღეს  ვუმუშავე ბლოგზე, ავტვირთე პროექტის ბუკლეტი და  პროექტი. გავეცანი მეოთხე მოდულს ,,სასწავლო ნამუშევრების შექმნა." ვნახე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები, გაზეთების  შაბლონები და დავიწყე გაზეთის შექმნა მოსწავლის როლში.

Monday, June 13, 2016

ტრენინგის V დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს წარმოვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, ვისწავლე გამოყენებული ლიტერატურის შენახვა. განვიხილე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიმუშავე ბლოგზე, ვისწავლე  გაფორმება,  დავამატე გვერდები. ბლოგზე ავტვირთე ჩემი პროექტის ბუკლეტი და პრეზენტაცია.

Thursday, June 9, 2016

ტრენინგის IV დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს  განვიხილე შეფასების მეთოდები და სტრატეგიები. ვიმუშავე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნაზე.  ვიმუშავე სტანდარტების მიზნებისა და მიმართულებების მიმცემი საკვანძო  კითხვების დახვეწაზე სასწავლო პროექტისთვის.

Tuesday, June 7, 2016

ტრენინგის III დღე

ტრენინგის მესამე დღეს  მიმოვიხილეთ  ჩემ მიერ შექმნილი ბუკლეტის ნიმუში, ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე, პროექტის თემას შევუსაბამე სტანდარტი, შევიტანე  გეგმაში  მიზნები და შედეგები. გავეცანი  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს.

Friday, June 3, 2016

ტრენინგის II დღე

     ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანი პროექტის "ლობიოს დიდი რბოლა" ნიმუშს, სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესის ბლოკ-სქემას.  ვისაუბრე ჩემი პროქტის  თემაზე  და  შევარჩიე გასავითარებელი უნარ-ჩვევები. ასევე გავეცანი  გამოცემის  მომზადების ჩეკლისტს, ბუკლეტების შაბლონებს და შევქმენი ჩემი ბლოგი.

ტრენინგის IIდღე

  ტრენინგის მეორე დღეს განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანი პროექტის "ლობიოს დიდი რბოლა" ნიმუშს, სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესის ბლოკ-სქემას.  ვისაუბრე ჩემი პროქტის  თემაზე  და  შევარჩიე გასავითარებელი უნარ-ჩვევები. ასევე გავეცანი  გამოცემის  მომზადების ჩეკლისტს, ბუკლეტების შაბლონებს და შევქმენი ჩემი ბლოგი.